თეგი: უკრაინის აღდგენა

ზელენსკის ადმინისტრაციამ უკრაინის სწრაფი აღდგენის გეგმის განსახილველად 28 ქვეყნის ელჩები მიიწვია

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის კირილო ტიმოშენკოს განცხადებით, 28 ქვეყნის ელჩებს უკრაინის სწრაფი აღდგენის გეგმაში მონაწილეობის განსახილველად მოწვევის წერილები დაეგზავნა. ყველა დანგრეული საცხოვრებელი სახლისა და ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციაში მონაწილეობის შესახებ, მოლაპარაკებები უკვე გაიმართა თურქეთთან, იტალიასთან, ნიდერლანდებთან, ესტონეთთან და ევროკავშირის დელეგაციასთან,  - განაცხადა ტიმოშენკომ ბრიფინგზე. მისივე თქმით, განიხილეს კიევის, ოდესის, ჟიტომირისა და ხარკოვის რეგიონების რეკონსტრუქციის გეგმები. როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეიმუშავა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტი, რომლის საერთო ბიუჯეტი თითქმის $17,4 მილიარდია. 4-5 ივლისს, შვეიცარიაში, ლუგანოში გაიმართა უკრაინის აღდგენის კონფერენცია, სადაც შესაბამისი პროექტი წარადგინეს.  

EIB-ის პრეზიდენტი: უკრაინის აღდგენა ახლა უნდა დაიწყოს, რუსეთის შეჭრის დასრულებას არ უნდა დაველოდოთ

უკრაინული საინფორმაციო სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა ვერნერ ჰოიერმა პრაღაში გამართულ ფორუმზე განაცხადა. ჰოიერმა სახელმწიფოებს მოუწოდა, დაეხმარონ უკრაინას რეკონსტრუქციის რაც შეიძლება მალე დაწყებაში ნაცვლად იმისა, რომ რუსეთის შეჭრის დასრულებას დაელოდონ. ჰოიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ვალდებულება ნაწილობრივ კერძო სექტორმა უნდა იტვირთოს, რადგან სამთავრობო ინსტიტუტებს უკრაინის დაფინანსების შესაძლებლობები შეზღუდული აქვთ.  

ზელენსკი: უკრაინის აღსადგენად $1 ტრილიონზე მეტია საჭირო

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში გამარჯვების შემდეგ, უკრაინის სრული აღდგენა იქნება ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტი ევროპაში, რომელიც ამჟამად, შეიძლება, ერთ ტრილიონ დოლარზე მეტად შეფასდეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის აღდგენის პროექტის განხორციელება, სწრაფი აღდგენის გეგმის ფარგლებში, რომელიც გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის დაუყოვნებლივ აღდგენის საშუალებას იძლევა, უკვე დაწყებულია. „უკრაინის რეკონსტრუქციის გენერალური პროექტი იქნება ჩვენი დროის ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტი ევროპაში. მისი მოცულობა უკვე ასობით მილიარდ დოლარად არის შეფასებული“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის რეკონსტრუქციის გენერალური პროექტი ათ წელზე ნაკლებ დროზეა გათვლილი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

EBRD უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად წელს, 600 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი წელს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს 600 მილიონი ევროთი დაუჭერს მხარს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ოთხშაბათს, 21 ივნისს, EBRD-სა და უკრაინის Ukrhydroenergo-ს, Ukrenergo-სა და Naftogaz-ს შორის რამდენიმე მემორანდუმი გაფორმდა. შმიგალმა ასევე დააანონსა EBRD-თან ჰიდროელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ახალი ეტაპი.  

უკრაინა აღდგენისთვის დასავლეთისგან თითქმის $7 მილიარდს მიიღებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ თითქმის 7 მილიარდი დოლარის დახმარებას ელოდება. ამის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც შმიგალმა ლონდონის კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომის შედეგად, კიევი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში უდიდესი აღდგენითი პროექტის წინაშე დგას. კონფერენციაზე ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და სხვებმა მილიარდობით დოლარის დამატებით დახმარების პირობა დადეს, რადგან უკრაინამ განაცხადა, რომ მას კიდევ მეტი კაპიტალი და ასევე კონკრეტული პროექტები სჭირდებოდა, რომ არამხოლოდ აღდგეს, არამედ, ჩამოყალიბდეს დასავლეთის ძლიერ წევრად. თანხები ომის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას, კორუფციასთან ბრძოლას და უკრაინის ევროპული განვითარების გზის მხარდაჭერას მოხმარდება. დენის შმიგალის განცხადებით, ისეთი საგანგებო ამოცანების გადასაწყვეტად, როგორიც არის: ეკონომიკის მხარდაჭერა, განნაღმა, საცხოვრებლების აღდგენა, საჭიროა 14 მილიარდ ევროზე მეტი. ამ თანხის ნახევრის მოზიდვას უკრაინა საკოორდინაციო დონორთა პლატფორმის მექანიზმის დახმარებით გეგმავს. „ზოგადად, გრძელვადიანი აღდგენისთვის არანაკლებ 411 მილიარდი აშშ დოლარია საჭირო. ყოველდღე რუსეთი ახალ დარტყმებს ახორციელებს და, სამწუხაროდ, ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნა დენის შმიგალმა.  

ავსტრალიელი ბიზნესმენი უკრაინის განვითარების ფონდისთვის $500 მილიონს გაიღებს

მეორე უმდიდრესმა ავსტრალიელმა, ენდრიუ ფორესტმა განაცხადა, რომ უკრაინის განვითარების ფონდში 500 მილიონი დოლარს გადარიცხავს. ფორესტმა ამის შესახებ ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე ისაუბრა. „უკრაინა არის „შესანიშნავი გრძელვადიანი ინვესტიცია“, - განაცხადა ფორესტმა. უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ ჰრიბანის თქმით, ფონდი ამჟამად იქმნება, რომლის მრჩეველია აქტივების მართვის გიგანტი - BlackRock და სავარაუდოდ, 6-დან 9 თვემდე იმოქმედებს.  

მსოფლიო ბანკი უკრაინის აღდგენისთვის 1,75 მილიარდი დოლარის დახმარებას გამოყოფს

მსოფლიო ბანკის ჯგუფმა უკრაინისთვის 1,75 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი დაფინანსების პაკეტის შესახებ გამოაცხადა. დაფინანსება მოიცავს 500 მილიონი აშშ დოლარის კრედიტს მსოფლიო ბანკისგან, რომელიც გარანტირებულია გაერთიანებული სამეფოს მიერ, 1,25 მილიარდი აშშ დოლარის გრანტს  შეერთებული შტატებიდან და 15 მილიონი აშშ დოლარის გრანტს ფინეთის მთავრობისგან. აპრილში მსოფლიო ბანკმა ასევე გამოაცხადა, რომ უკრაინას 200 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს მისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. უკრაინა აღდგენისთვის დასავლეთისგან თითქმის $7 მილიარდს მიიღებს  

G7-ის მინისტრები უკრაინის აღდგენისთვის თანამშრომლობას კიდევ ერთხელ ადასტურებენ

G7-ის მდგრადი ურბანული განვითარების მინისტრებმა, რომლებიც დასავლეთ იაპონიაში, ქალაქ ტაკამაცუში შეიკრიბნენ, უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით თანამშრომლობა დაადასტურეს. ამის შესახებ NHK World-Japan წერს. G7-ის მინისტრებმა ორდღიანი შეხვედრის დასრულების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.   მხარეები სხვა საკითხებთან ერთად შეთანხმდნენ, რომ თავიანთი ქვეყნების გამოცდილება და ცოდნა უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენის გეგმების შედგენის ეტაპიდანვე გამოიყენონ.  ცნობისთვის, უკრაინა აღდგენისთვის დასავლეთისგან თითქმის $7 მილიარდის მიღებას ელოდება. „ზოგადად, გრძელვადიანი აღდგენისთვის არანაკლებ 411 მილიარდი აშშ დოლარია საჭირო. ყოველდღე რუსეთი ახალ დარტყმებს ახორციელებს და, სამწუხაროდ, ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნავს უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი.